TOP

2019 წელს დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად, 31 დეპუტატი დაჯარიმდა

2019 წელს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად 31 დეპუტატი დაჯარიმდა.

2019 წლის განმავლობაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევის მიზნით შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია 59 დეპუტატი. მათგან კონკრეტული დარღვევების აღმოჩენის შემდეგ პარლამენტის 31 წევრი დაჯარიმდა.

დაჯარიმებული დეპუტატები: 

დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე (მითითებული არ არის მეუღლის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობიაშვილი (მითითებული არ არის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობა. მითითებული არ არის მეუღლის სახელფასო შემოსავალი);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი (შეუსაბამობა უძრავ ქონებაში);

“ქართული ოცნების” დეპუტატი ერეკლე ტრიპოლსკი ( სამეწარმეო საქმიანობა არ არის ასახული დეკლარაციაში მიუხედავად იმისა, რომ იგი  არ ფუნქციონირებს);

“ქართული ოცნების” დეპუტატი გოჩა ენუქიძე (არ არის მითითებული ერჯერადი შემოსავალი, რომელიც აღემატება 300 ლარს და ერთჯერადი გასავალი, რომელიც აღემატება 500 ლარს);

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაზა კედელაშვილი (არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი, რომელიც არემატება 500 ლარს);

“ქართული ოცნების” დეპუტატი, სამველ მანუკიანი (დეკლარაციაში მისი ოჯახის წევრის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მისი ოჯახის წევრის უძრავი ქონება არ არის მითითებული; ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმენტაციის წარუდგენლობა; მის მიერ სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალის ცდომილება; მისი და მისი ოჯახის წევრის ანაზღაურება არ არის მითითებული);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სიმონ ნოზაძე (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიში არ არის მითითებული 3. მის მიერ მირებულ ანაზღაურებაში ცდომილება);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ( 1. შეუსაბამობა ხელშეკრულების საგნის ღირებულებაში, შეუსაბამობა ხელშეკრულების მატერიალურ შედეგში 2. მისი და მისი ოჯახის წევრების ნაწილი საბანკო ანგარიშების წარუდგენლობა 3. ოჯახის წევრის მიერ მიღებული ანაზღაურება არ არის მითითებული);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ივლიანე წულაია ( მის მიერ მიღებული შემოსავლის ცდომილება );

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია ( 1.მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფართობის ცდომილება, ასევე დეკლარაციაში ასახულია უძრავი ქონება რაც არ დადასტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით, ასევე მის სახელზე არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2. ბიუროს მიერ მოთხოვნილი ნაწილი დოკუმეტაციის წარუდგენლობა 3. მისი ოჯახის წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში არ არის მითითებულია 4. მის სახელზე არსებული ხელშეკრულება არ არის მითითებული 5. არ არის მითითებული ერთჯერადი შემოსავალი რომელიც აღემატება 3000 ლარს და ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენზელ მკოიანი ( საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია ნაკაშიძე ( ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი საბანკო ანგარიში; სამეწარმეო საქმიანობის ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი შპს;);

“ქართული ოცნების” დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე (უძრავი ქონების ნაწილში: დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; საბანკო ანგარიშების ნაწილში: საბანკო ანგარიშების წარმოუდგენლობა);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრიგოლ მიქელაძე ( უძრავი ქონების ნაწილში: ოჯახის წევრის დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება; შემოსავლების ნაწილში: სხვაობა შემოსავალში);

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ნაყოფია ( არასწორად იყო მითითებული საბანკო ანგარიშზე დეკლარაციის შევსების თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებული ნაშთი; სრულად არ იყო წარმოდგენილი ხელშეკრულებები);

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე( ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის არ მითითება, საკუთარი სხვა შემოსავალ – გასავლის არ მითითება);

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა დამენია ( ოჯახის წევრის ანაზრაურების არ მითითება);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია ( ოჯახის წევრის ანგარიშების არ ასახვა, ზოგიერთი ანგარიშის არ წარმოდგენა, საკუთარი ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთა სხვა შემოსავალ -გასავლის არ ასახვა);

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი (საკუთარი და ოჯახის წევრის საბანკოს არასწორად წარმოდგენა, ხელშეკრულებების არ ასახვა და ნაწილობრივ წარმოდგენა);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია (საკუთარ ი და ოჯახის წევრის უძრავი ქონების არ ასახვა, საკუთარ ნაშთებში ცდომილება და საკუთარ და ოჯახის წევრის ანგარიშების არ მითითება, საკუთარ და ოჯახის წევრის სამეწარმეოს არ ასახვა, საკუთარი ხელშეკრულების მატერიალური შედეგის ცდომილება, ოჯახის წევრის ხელშეკრულების არ ასახვა, საკუთარი და ოჯახის წევრის სხვა შემოსავალ/გასავლის არასწორად ასახვა);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი (ოჯახის წევრის უძრავის არ ასახვა და ფართში ცდომილება, საკუთ. სამეწარ. არ ასახვა, ანაზღ შემოსავლ არ ასახვა);

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლერი ხაბელოვი (საკუთ. უძრავის არ ასახვა, სამეწარ. არ ასახვა, ანაზღაურ ცდომილება, მოთხოვნილი დოკუმენტაციის არ წარმოდგენა);

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ჩიქოვანი (1.შეუსაბამობა ნაშთებში; 2.შუსაბამობა შემოსავლებში);

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ( ცდომილება შემოსავალში).

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე (ცდომილებები მიღებულ შემოსავლებში);

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ღვინიაშვილი (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული);

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე (1. მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული დეკლარაციაში, ასევე დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება არ დადტურდა საჯარო რეესტრის მიხედვით 2. მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთის ცდომილება, ასევე მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები არ არის მითითებული);

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ჩანქსელიანი (1. სხვაობა უძრავი ქონების ფართში. 2. არ ასახა ინფორმაცია მისი შვილის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. 3. არ ასახა ერთჯერადად მიღებული შემოსავლები რომელიც აღემატება 3000 ლარს.);

ყოფილი დეპუტატი, შოთა შალელაშვილი (1. მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის მითითებული 2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს)

ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი  (1. ოჯახის წევრის მიერ მიღებულ ანაზღაურებაში ცდომილება2.არ არის მითითებული ერთჯერადი გასავალი რომელიც აღემატება 5000 ლარს).

59 დეპუტატიდან ექვსმა გაფრთხილება მიიღო. ესენი არიან: 

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ბეჟანიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი.

კომისიის მიერ შერჩეულ რამდენიმე დეპუტატს დარღვევები არ გამოუვლინდა. ესენი არიან:

დამოუკიდებელი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახაბერ კუჭავა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი, დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი, დამოუკიდებელი დეპუტატი ზვიად ძიძიგური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი, “პატრიოტთა ალიანსის” წევრი გელა მიქაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი,  “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე, დეპუტატი გელა სამხარაული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი( დაჩი) ბერაია.

 

მსგავსი მასალები