TOP

თეა წულუკიანი: ის არის კრიმინალი… ეშინია დაბრუნება, ციხის შიშით

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქამდე, დიდი ხანია, იყო მარგინალი და ბობოქარი, უკონტროლო ადამიანი. ის ახლა პრაქტიკულად არის ადამიანი, რომლის განცხადებებზეც  კომენტარი  ხშირად რთულია.

თუმცა, ერთს მაინც ვიტყოდი, რომ მე სწორედ იმ მამას, რომელზეც ის საუბრობს, არ გავუზრდივარ  ისე, დავუბრუნო  მას პასუხი, როგორც ეკადრება და მოვიკითხო მისი მამა, დედა. მას ურჩევნია, მიხედოს საქმეს და იქნებ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება, საკუთარი პოლიტიკური რეიტინგი გააუმჯობესოს.

ამ ქვეყანაში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ის არის კრიმინალი, მისჯილი აქვს სასჯელი და ის უბრალოდ იმ ბედის ადამიანია, რომ საქართველოშიც ეშინია დაბრუნება, ციხის შიშით“​, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

წულუკიამა, ამ გაცხადებით,  საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უპასუხა.

შეგახსენებთ, მიხეილ  სააკაშვილმა ტე;ეკომპანია „მთავარში“ განაცხადა, რომ წულუკიანის მამა სასამართლო სისტემიდან მისმა რეჟიმმა გააგდო, რადგან ის ადამიანებს ხვრეტდა.

მსგავსი მასალები