საზოგადოება

შუახევში, 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილში ტარიელ ბერიძის 8 – სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახი შუახევის მერიამ უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.

როგორც შუახევის მერიაში აცხადებენ, ბერიძეების ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და მათ სახელმწიფო ფულად დახმარებას გაუწევს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

მსგავსი მასალები