პოლიტიკა საზოგადოება

“შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა…” – ბრიტანეთის ელჩის მილოცვა ქართველ ხალხს

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი საქართველოს მოსახლეობას კალანდობის დღესასწაულს ანა კალანდაძის ლექსით ულოცავს.

“და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს,
სერებს თოვლიანს….
ხმობდა ქათამი გურიის სოფელს,
ყეფდა თოლია….
იდგა ბერმუხა ღამისმთევარი
თოვლში ნაბდითა…
დილით მისდევდა სერზე მწევარი
ნაკვლევს ნადირთა….
ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით
გრძნეულ მარანთან….
შემოდიოდა ჩიჩილაკებით
ჩვენში კალანდა…”

ანა კალანდაძე1945 წ.

მილოცვა ელჩმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

მსგავსი მასალები