მსოფლიო

რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიხაილ მიშუსტინი გახდა

რუსეთის სახელმწიფოს სათათბირომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიხაილ მიშუსტინი დაამტკიცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მის კანდიდატურას მხარი 383-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. მანამდე მიშუსტინის კანდიდატურას მხარი პარტია „ედინაია რასიამ“ დაუჭირა.

ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო სათათბიროში რუსეთის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე ქვეყნის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის ხელმძღვანელის, მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა გუშინ წარადგინა.

იმავე დღეს რუსეთის მთავრობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გადადგა.

მსგავსი მასალები