მსოფლიო

რუსეთის ყოფილი და მოქმედი პრემიერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა

რუსეთის ფედერაციის ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი და ექს პრემიერი დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“რია ნოვოსტის” ინფორმაციით, ყოფილი და მოქმედი პრემიერების შეხვედრა 1 საათზე მეტხანს გაგრძელდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მიშუტინი და მედვედევი მთავრობის წევრებს შეხვდნენ.

მედვედევმა მთავრობის თითოეულ წევრს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

“გულწრფელად ვიტყვი ბევრი რამ გამოვიდა, ბევრი რამ კიდევ არა, მაგრამ ხშირად არ ხდება, რომ ყველაფერი ერთბაშად გამოვიდეს. ჩვენ გვაქვს ამბიციური სამომავლო მიზნები და გეგმები ჩვენი ქვეყნისთვის”, – აღნიშნა ექს პრემიერმა შეხვედრაზე.

მიშუსტინის თქმით, მთავრობის ყოფილი წევრები პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად მუშაობას აგრძელებენ.

მიშუსტინმა მათ მიმართა და მოუწოდა, რომ უკან არასოდეს დაიხიონ.

“დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ფოკუსირება მოახდინოთ პრეზიდენტის მიერ ფედერალური ასამბლეის გზავნილის დებულებების შესრულებაზე”, – დასძინა მიშუსტინმა.

ცნობისთვის, 15 იანვარს რუსეთის მთავრობა გადადგა

მსგავსი მასალები