Face-ამბები

“ვწუხვარ რომ მისგან მესმის” – ნანუკა ჟორჟოლიანის შენიშვნა გიორგი გაბუნიას

ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა გიორგი გაბუნიას მონოლოგის იმ ნაწილს, რომელშიც ის მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნულ მმართველობას უსვამს ხაზს.

ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ ეს არის “ქოცური ნარატივი”, რაც გიორგი გაბუნიამ გააჟღერა.

“ვაახ, რა ამბები გამომიტოვებია. როდის იყო ჩვენ ვწყვეტდით ვინ, სად მოვა. რაც არ უნდა გავლენიანი იყოს ტელევიზია და ცალკეული ჟურნალისტი, მაინც არავინ ეკითხება ვინ-სად მივა. თუმცა პირადი მოსაზრება ყველას შეუძლია ჰქონდეს, ოცნებებიც.

რაც შეეხება მიშას ერთპიროვნულ მმართველობას, რომელიც გაბუს თქმით თურმე ყოფილა, ძალიან ქოცური ნარატივია და ვწუხვარ რომ მისგან მესმის ის, რასაც გავრილოვები ამბობენ”, – წერს ჟორჟოლიანი.

მსგავსი მასალები