პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი: მის ადგილას რომ ვიყო, ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი

ირაკლი შოთაძის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მძიმე იქნებოდა და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა გენერალური პროკურორობის კანდიდატად ირაკლი შოთაძის წარდგენას. ჩუგოშვილის თქმით, მისი ამ ფორმით მობრუნება უცნაურია.

“ყველას რჩება შთაბეჭდილება, რომ შოთაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია. რა თქმა უნდა, უმრავლესობა გაიყვანს თავის კანდიდატს . მე პირადად ირაკლი შოთაძეს ნამდვილად არაფერს ვერჩი, უბრალოდ მის ადგილას რომ ვიყო, ძალიან მძიმე იქნებოდა და ასეთ ნაბიჯს არ გადავდგამდი. ერთხელ კრიზისის ფონზე თანამდებობა დატოვა ადამიანმა და შემდგომ მისი ამ ფორმით უკან მობრუნება უცნაური მოვლენაა”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მსგავსი მასალები