პოლიტიკა

რომან გოცირიძე: სახალხო დამცველი ემსახურება ხალხს, წულუკიანი ივანიშვილს

პარლამენტის ფრაქცია”ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე ე.წ. მატროსოვის ციხეში სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას გამოეხმაურა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, იუსტიციის მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა.

“თეა წულუკიანმა ჩაიდინა დანაშუალი. სახალხო დამცველი თავისი ქმედებით ემსახურება ხალხს, წულუკიანი კი ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ფაქტობრივად შანტაჟია და მისი შეხვედრების გასაჯაროვება, რომელსაც თითქოს რაღაც პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და მინიშნებები იყო თითქოს და სახალხო დამცველი არ არის ობიექტური, ის შერჩევით ხვდება ადამიანებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, ეს ნიშნავს პოლიტიკური დევნის ერთ-ერთ ფორმას სახალხო დამცველთან მიმართებით”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს გოცირიძემ.

 

მსგავსი მასალები