Face-ამბები

მაკა რაზმაძე: ანგელოზი ბიჭი მოკლა… გული მაქვს გახეთქვაზე!

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე  დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმის გახსნას, შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

“ყველაფერი ვიცოდი, როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ და სკურპულოზურად მუშაობდა გამოძიება. აურაცხელი და ურთულესი სამუშაოა ჩატარებული და ბოლოს მაინც ყურით გამოათრიეს ის ბინძური მძორი ბუნაგიდან.

ყველაზე საშინელი ახლა იწყება-სასამართლოები და ის,რომ მისი ბინძური სიფათი უნდა დავინახოთ დარბაზში. არ ვიცი გავუძლებ თუ არა ამას პირადად მე…. ანგელოზი ბიჭი მოკლა….ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი…. არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი რასაც მიუსჯის კანონი… აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო…გულიმაქვს გახეთქვაზე ეს მახინჯი ჯუჯა როგორ შეეხო ანგელოზ ნოდარიკოს.

ყოჩაღ, გამოძიებას. მადლობა!  ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს ვინც ამტკიცებდით, დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?”– წერს მაკა რაზმაძე.

მსგავსი მასალები