ბავშვები

„ეს არის მომენტი, როცა ელდა გეცემა, ხელები გიკანკალებს…” – ახალბედა მამა ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს

ბრაზილიელი მამის ემოციური ფოტო, რომელიც სამშობიაროშია გადაღებული, ინტერნეტს იპყრობს. განსაკუთრებით ემოციური გახდა ფოტო, როგორ ლოცულობს დაჩოქოლი ახალბედა მამა, შვილის საწოლთან.

ფოტოები პატარას დაბადებიდან რამდენიმე საათშია გადაღებული და მათი ავტორი ,,იანა ბრაზილ ფოტოგრაფის” სტუდია გახდა. ფოტოები კი „ინსტაგრამზე“ თავად მამამ, ვიქტორ კალმონმა განათავსა:

ეს არის მომენტი, როცა ელდა გეცემა, ხელები გიკანკალებს, როცა იგებ, რომ სულ სხვა მისიის წინაშე დგახარ, ღმერთს მადლობას ვეუბნები, ცოლს – როგორ მიყვარს და ვაჟს, კეთილი იყო შენი მობრძანება, შვილო“, – წერს 33 წლის კალმონი.

ახალგზრდა მამა ამბობს, რომ ფოტოები სხვა ადამიანების, ახალბედა მშობლების გასაძლიერებლად  და გასამხნევებლად გამოაქვეყნა.

მსგავსი მასალები