მსოფლიო

ამერიკელ რეპერს დედის მკვლელობისთვის 99 წელი მიუსაჯეს

ამერიკელ რეპერს დედის მკვლელობისთვის 99 წელი მიუსაჯეს. 30 წლის მომღერალმა, კავმან ვილსონმა აღნიშნული მკვლელობა 2012 წელს შეუკვეთა დაქირავებულ მკვლელს. ზემოხსენებული ფაქტის გამო ქილერს, იუჯინ სპენსერს 100 წელი შეუფარდა საპატიმროში სასამართლომ. ამის შესახებ წერს BBC-ი.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, უილსონმა დედის ანგარიშებიდან მისი მკვლელობის შემდეგ დაუყოვნებლივ გაიტანა.

„რაც მას სურდა დედამ ყველაფერი მისცა- მანქანა, სამსახური, თუმცა მან ის მოკლა“, – განაცხადეს სასამართლოში.

დედის მკვლელობის შემდეგ, უილსონმა აიღო ქალის ანგარიშიდან მიდი კუთვნილი ფული და გამოიყენა თავისი მანქანის, ფორდ მუსტანგის „გასაძლიერებლად“ ( გასალამაზებლად). გავრცელებული ინფორმაციით, დედისთვის წართმებული ფული მან აგრეთვე მის შოუზე დამსწრე საზოგადოებას დაურიგა.

პოლიციელთა თქმით, რეპერი 23 წლის იყო, როდესაც მან მძინარე დედამისი მოაკვლევინა ქილერს.

მსგავსი მასალები