მსოფლიო

ახალშობილს დაბადებიდან 30 საათში კორონავირუსი დაუდასტურდა

უხანში დაბადებულ ბავშვს კორონავირუსი 30 საათში გამოუვლინდა, –  BBC-ის ინფორმაციით, დედა თავად იყო ინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 563 მიაღწია. ინფიცირებულია 28 ათასზე მეტი ადამიანი.

ჩინეთის გარდა, 27 სხვა ქვეყანაში ვირუსის 230 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში კარანტინში 186 ათასი ადამიანი იმყოფება.

შესაბამის მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

ახალი კორონავირუსის ეფექტიანი მკურნალობის მეთოდი ჯერ ვერ მოძებნეს. ე.წ. ჩინური ვირუსი, რომლის ვაქცინაც ამ დრომდე არ არსებობს, პირველად დეკემბერში ქალაქ უხანში დაფიქსირდა.

მსგავსი მასალები