Face-ამბები

ლუკა ჭოხონელიძეს პირდაპირ ეთერში ბინა აჩუქეს – ემოციური კადრები

ნატო გელაშვილის უმცროს შვილს ლუკა ჭოხონელიძეს, რომელიც საზოგადოებამ „მხოლოდ ქართულიდან“ გაიცნო, დღეს სიურპრიზი გაუკეთეს. მას ერთ-ერთმა კომპანიამ ბინა აჩუქა.

ლუკამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა სამადლობელო წერილი:

„მეგობრებო, არ ვიცი, რამდენად სწორად ვაყალიბებ, რასაც ახლა დავწერ, ვინაიდან ძალიან დიდი ემოციის ფონზე ვწერ ამ სტატუსს.

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ნატო გელაშვილს Nato Gelashvili მისი შემოქმედებისათვის, რომლითაც ქალაქურად ესიყვარულა თბილისს და კიდევ უფრო დიდი მადლობა ასეთი N1 დედობისათვის.

აქვე მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო უმაგრეს პროექტ „მხოლოდ ქართულს“, ვინაიდან ამ პროექტმა მომცა საშუალება, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება და ჩემი სიყვარული ქალაქური და ქართული აკადემიური სიმღერის მიმართ.

მთავარი და უდიდესი მადლობა კი ბატონ გიგა წულეისკირს და „სფერო ჰოლდინგს“ იმ ზღვა ემოციებისათვის, რაც მე ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება და ამ ემოციებისათვის ვერანაირი მადლობა ვერ იქნება საკმარისი.

ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა, რომ ცხოვრების განმავლობაში კიდევ ბევრი სიკეთე აკეთოთ და ბევრი გული გაახაროთ.

წარმატებას გისურვებთ ისტორიული პროექტის განხორციელებაში თბილისურიეზო და ამისთვისაც მადლობას გიხდით, როგორც ერთი თბილისელი ბიჭი“, — ამბობს ლუკა.

ლუკა ჭოხონელიძეს თბილისური ეზოს ფარგლებში საჩუქრად ბინა გადაეცა 🏨🤩

სიურპრიზი შენი დილის ეთერში 🎉 | ლუკა ჭოხონელიძეს თბილისური ეზოს ფარგლებში საჩუქრად, ბინა გადასცეს 🏨🤩

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 05 თებერვალი, 2020

 

 

 

 

 

 

ლუკა ჭოხონელიძეს თბილისური ეზოს ფარგლებში საჩუქრად ბინა გადაეცა 🏨🤩

სიურპრიზი შენი დილის ეთერში 🎉 | ლუკა ჭოხონელიძეს თბილისური ეზოს ფარგლებში საჩუქრად, ბინა გადასცეს 🏨🤩

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 05 თებერვალი, 2020

მსგავსი მასალები