მსოფლიო

ლეგენდარული მსახიობი კირკ დუგლასი 103 წლის ასაკში გარდაიცვალა

103 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მსახიობი კირკ დუგლასი, – ამის შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა, მაიკლ დუგლასმა გაავრცელა.

“მე და ჩემი ძმები უდიდესი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს ჩვენ კირკ დაგლასმა დაგვტოვა. მსოფლიოსთვის ის იყო ლეგენდა, კინემატოგრაფიის ოქროს ხანის მსახიობი, რომელმაც ოქროს ასაკამდე მიაღწია, ჰუმანისტი, რომელიც ჩვენ გვაძლევდა მაგალითს, სამართლიანობისა და იდეალებისადმი ერთგულებით”, – წერს მაიკლი.

კირკ დუგლასმა 100-მდე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია “სპარტაკი”, “ვიკინგები” და “ჩემპიონი”. იგი სამჯერ იყო ნომინირებული “ოსკარზე, თუმცა, მხოლოდ საპატიო ოსკარის მფლობელია, რომელიც მას ამერიკის კინოაკადემიამ 1996 წელს კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის გადასცა. იგი ასევე ფლობდა “ოქროს გლობუსს” ფილმისთვის “სიყვარულის წყურვილი”, სადაც მან ვინსენტ ვან გოგის როლი შეასრულა.

View this post on Instagram

It is with tremendous sadness that my brothers and I announce that Kirk Douglas left us today at the age of 103. To the world he was a legend, an actor from the golden age of movies who lived well into his golden years, a humanitarian whose commitment to justice and the causes he believed in set a standard for all of us to aspire to. But to me and my brothers Joel and Peter he was simply Dad, to Catherine, a wonderful father-in-law, to his grandchildren and great grandchild their loving grandfather, and to his wife Anne, a wonderful husband. Kirk's life was well lived, and he leaves a legacy in film that will endure for generations to come, and a history as a renowned philanthropist who worked to aid the public and bring peace to the planet. Let me end with the words I told him on his last birthday and which will always remain true. Dad- I love you so much and I am so proud to be your son. #KirkDouglas

A post shared by Michael Douglas (@michaelkirkdouglas) on

მსგავსი მასალები