Face-ამბები

ხათუნა ჟორდიანია მძიმე ავადმყოფობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ამის შესახებ, „რეიტინგთან“ ინტერვიუში მისმა მეუღლემ, მომღერალმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა.

„ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია და მადლობა ღმერთს, გაუმჯობესდა მდგომარეობა. მესამე ქიმიოთერაპიის შემდეგ გავიგებთ, რა მდგომარეობაშია მისი დაავადება. იმედი მაქვს, დავამარცხებთ და გავიმარჯვებთ“, – აღნიშნა ხაჩიძემ ჩვენთან ინტერვიუში.

ხათუნა თვეებია, რაც ისრაელში მკურნალობს და მისი დიაგნოზი გახლავთ მარჯვენა ფილტვის სიმსივნე. ამის შესახებ სრულიად შემთხვევით გაიგეს, როდესაც ძლიერი ხველის შემდეგ ექიმთან მივიდნენ.

ხათუნა დიდ დროს ატარებს ისრაელში, სადაც უფროსი შვილი ნინი, მეუღლე და მეგობრები ყოველთვის მასთან არიან.

ამჯერად საქართველოში ჩამოვიდა და მეუღლესთან ერთად ყინწვისის მონასტერი მოინახულა, სადაც სასულიერო პირმა დალოცა. სურათებს სოციალურ ქსელში ზურა ხაჩიძე აქვეყნებს.
RatingRating

მსგავსი მასალები