სამართალი

“ინდოელმა კაცმა საკუთარი მკვლელობა გადაიღო” – ისანში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, ისანში ინდოეთის მოქალაქემ საკუთარი მკვლელობა გადაიღო, – ვიდეოს „რუსთავი2“ ავრცელებს.

მოკლულის სიმამრის ინფორმაციით, მეზობლებს შორის დაპირისპირება პირველი შემთხვევა არ არის. ამასთან, ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდო დამნაშავემ მის სიძეს სამჯერ ესროლა.

ცნობისთვის, გუშინ, დოდაშვილის ქუჩაზე ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1953 წელს დაბადებული გ.მ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი მასალები