პოლიტიკა

“სოფო კილაძეს 5 ადამიანის მიმართ დანაშაული აქვს ჩადენილი” – ეკა ბესელია საქმის აღძვრას ითხოვს

პარტია “სამართლიანობისთვის“ დამფუძნებელი ეკა ბესელია “2020NEWS”-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ “ქართული ოცნების“ დეპუტატის, სოფო კილაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივო დევნა უნდა დაიწყოს.

ბესელიას თქმით, კილაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატიდან  ხუთი თანამშრომლელი უკანონოდ გაათავისუფლა და მათ ნაცვლად, პოზიციებზე საკუთარი კადრების დანიშვნას ლობირებდა.

ამასთან, ბესელია ინტერვიუში სოფო კილაძის იმ განცახდებასაც გამოეხმაურა, რომელშიც “ოცნების“ დეპუტატი პროკურატურას მოუწოდებს, რომ “ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე გამოძება დაიწყოს“. მისი თქმით, კილაძე შეურაცხმყოფელი განცხადებებით არის დაკავებული და ბრალდებებს ფაქტებით ვერ ამყარებს.

ქალბატონო ეკა, რამდენიმე დღის წინ სოფო კილაძემ პროკურატურას მოუწოდა, თქვენ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.  “ოცნების“ დეპუტატი პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშრებით, კორუფციაში გადანაშაულებთ და ამ ბრალდებაში დამატებითი სიცხადის შეტანისგან თავს იკავებს. თქვენს წინააღმდეგ პროკურატურის გააქტიურების მოლოდინი თუ გაქვთ?

სოფო კილაძე აბსოლუტურად არაკომპეტენტური, უვიცი და ადამიანის უფლებების დაცვისგან შორს მდგარი ადამიანია. ის თავის დროზე არაფორმალურად ზარდიაშვილის მდივანი იყო და მის დავალებებს ასრულებდა. ახლა კილაძემ პარლამენტში ზარდიაშვილის ადგილი დაიკავა და მას ამიტომ ვუწოდე “ზარდიაშვილი კაბაში“.

კილაძემ ჩემს მიმართ ისეთივე ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთება დაიწყო, როგორსაც თავის დროზე “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა. მან უკადრებელი იკადრა. ქალია, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეა და ჩემს მიმართ ასეთი განცახდებების გაკეთებას არ ერიდება. გამოძიება რაზე უნდა დაიწყოს?! ფაქტი მითხარით. თავადაც ვერ ამბობს ფაქტებს, რა გამოძიების დაწყებაზეა საუბარი?!

გარდა კილაძისა, ერთი თვის წინ პოლიტიკის ექსპერტმა გია აბაშიძემაც წაგიყენათ  ბრალდებები  სოციალურ ქსელით, სადაც მან  დაწერა: “პროკურატურამ ბესელიას კორუფციული საქმეების მოკვლევა დაასრულა და მალე გამოძიება დაიწყება“. ის ამბობს, რომ თქვენ წინააღმდგეგ  საქმის აღძვრა “ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელის, ზაზა ოქრუაშვილისა და თქვენს შორის არსებულ კორუფციულ კავშირებს უკავშირდება…

წლების განმავლობაში ჩემი პერსონალური შეურაცხყოფითა და ცილისმწამებლური განცხადებებით “ნაციონალური მოძრაობა“ იყო დაკავებული. ახლა ეს პარტია ამ ადამიანებმა ჩაანაცვლეს.

თქვენ ექსპერტად მოიხსენიებთ, მაგრამ რეალურად, გია აბაშიძე ოფიცილუარად “ქართული ოცნების“ დაქირავებული წილისმწამებელია. მას ცილისწამებისთვის “ქართული ოცნებიდან“ ფულს უხდიან. ასეთი ადამიანები პასუხის ღირსებიც არ არიან. აქვს ვიტყვი, რომ სოფო კილაძეს ხუთი ადამიანის მიმართ დანაშაული აქვს ჩადენილი.

მის წინააღმდეგ სისლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

რა დანაშაულის შესახებ საუბრობთ?

როცა ადამიანებს სამსახურიდან წასვლას აიძულებ და განცხადებას ძალით აწერინენ, ამისთვის სისხლის სამართლის კოდექსში სპეციალური მუხლი არსებობს. სოფო კილაძემ ასეთი დანაშული 2016 წელს ხუთი ადამიანის მიმართ ჩაიდინა.

ხუთივე ადამიანის გვარები შემიძლია დაგისახელოთ. ესენია: ელგა ფოლადიშვილი, ვალერი ტეტუნაშვილი, რომან სიმაკურიძე, ზურა დიასამიძე და თემურ მურვანიძე. ამ ხუთ ადამიანს სოფო კილაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის აპარატის დატოვება მოსთხოვა. ეს ადამიანები წამყვანი სპეციალისტები იყვნენ. ელგა ფოლადიშვილთან დაკავშირებით ერთი დავა სასამართლოში კვლავ მიმდინარეობს.

თქვენი შეფასებით, რატომ გაათავისუფლა სოფო კილაძემ  საკუთარი აპარატიდან ხუთი თანამშრომელი?

სოფო კილაძეს აპარატში საკუთარი კადრების მოყვანა უნდოდა. სამსახურიდან კილაძის მიერ გათავისუფლებული ადამიანები წინა რეჟიმს ებრძოდნენ და “ქართული ოცნების“ სადარაჯოზე იყვნენ. კილაძემ ასეთ ადამიანებთან დაიწყო ბრძოლა. ნებისმიერ ადგილზე უფრო მეტ დემოკრატიას ნახავთ, ვიდრე სოფო კილაძესთან.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

წყარო: 2020news.ge

მსგავსი მასალები