პოლიტიკა

ლევან ახვლედიანი ანაკლიის პორტზე: ტენდერი, რომელსაც ხელისუფლება აცხადებს წარმატებული ვერ იქნება

“ანაკლიის განვითარების კონსორციმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ტენდერი, რომელსაც ხელისუფლება აცხდებს ვერ იქნება წარმატებული. ვფქირობ, რომ ეს მთავრობამაც კარგად იცის. შესაბამისად ამის საპირწონედ თუ არ გადაიდგა ნაბიჯები იმისათვის, რომ არიდებული იყოს საარბიტრაჟო დავა, ამ ტენდერს არანაირი წარმატება არ უწერია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არასერიოზულია”, – განაცხადა “ფორმულას” ეთერში ლევან ახვლედიანმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პორტის პროექტს გამოეხმაურა

მსგავსი მასალები