მსოფლიო

276 ბავშვზე სექსუალური ძალადობის აღიარება და 60 წლიანი პატიმრობა

კოლუმბიელმა კაცმა ხუან ლატორემ 276 ბიჭზე და გოგოზე სექსუალურად იძალადა. აღიარების შემდეგ მას 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ლატორემ დანაშაული 2007-08 წლებში ჩაიდინა. 30 წლის პედოფილი მეტსახელ Big Bad Wolf-ს იყენებდა, რათა ინტერნეტში ბავშვებზე ძალადობის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები აეტვირთა.

ის ვენესუელაში ყალბი დოკუმენტებით ერთი წლის წინ დააკავეს.

მსგავსი მასალები