მოგზაურობა

მოგზაურის ვაკანსია – რისი გაკეთება მოუწევს შერჩეულ კანდიდატს?

საკრუიზო კომპანია Royal Caribbean-მა მოგზაურის ვაკანსია გამოაცხადა, რომელმაც 3 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის სანაპიროები უნდა შეისწავლოს და ფოტო და  ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში განათავსოს. ამის შესახებ Evening Standard-ი წერს.

შერჩეული კანდიდატის მოვალეობაში Instagram-ის პირად გვერდზე მოგზაურობის დროს გადაღებული მასალების გამოქვეყნება შედის.

„ჩვენ გვჭირდება ადრენალინზე დამოკიდებული მოგზაურობის მოყვარული, რომელსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა აღბეჭდოს კადრი და თავისი ისტორია სოციალურ ქსელში მოჰყვეს”-ნათქვამია ვაკანსიის აღწერაში.

სანაცვლოდ Royal Caribbean-ი შერჩეულ კანდიდატს კვირაში 2600 დოლარს გადაუხდის. განაცხადის შესავსებად კანდიდატმა თავისი საუკეთესო მოგზაურობიდან Instagram ისტორია უნდა გააზიაროს, მონიშნოს კომპანია და ჰეშთეგი #ShoreExplorer დაწეროს. განაცხადის მიღება 1 მარტამდე გაგრძელდება.

მანამდე ვებგვერდზე HushHush გამოცხადდა ვაკანსია მოგზაურზე, რომლის მოვალეობაშიც მდიდრული მანქანების, გემების ტესტირება და კერძო კუნძულებზე გამგზავრება შევა.

ვაკანსიის პირობების თანახმად, წარმატებული კანდიდატის წლიური ხელფასი 98 ათასი დოლარი იქნება, რაც თვეში 8177 დოლარია.

 

მსგავსი მასალები