Face-ამბები

ლადო კახაძე: ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა… თანაბარ ბრძოლაში არასოდეს დამარცხდებოდა…

თბილისის ყოფილი მერის, ვანო ზოდელავას გარდაცვალებას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება, ექიმი და საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე:
“მოგონებების ამარა დარჩენილი მომავალი… ერთად გატარებული დროის წარუშლელი განცდა… იცოდა რასაც აკეთებდა… იცოდა კაცთა მოდგმის რაობა… ისეთი დედის გაზრდილი იყო სიკეთე მადლიანად გამოსდიოდა… გამოწვევების წინაშე ბევრჯერ მდგარა და უკან არ დაუხევია… გაფერმკრთალებულ გარემოს იერს მატებდა… უყვარდა და ქმნიდა… გენდობოდა და ენდობოდი… ლაპარაკს კეთება ერჩია… რთულ დროს იღვაწა… თავისი ღირსეული კვალი დატოვა… ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა… თანაბარ ბრძოლაში არასოდეს დამარცხდებოდა… გემშვიდობები ჩემო ვანიკო… ნათელში გადაინაცვლე… ცის ბინადართა შორის ღირსეული ადგილის ფლობა… მარადისობის ბინადრობაა შენი ხვედრი… შეხვედრამდე…

 

მსგავსი მასალები