მედიცინა

კვლევა – რატომ ბერდება ქალის ტვინი უფრო ნელა, ვიდრე – მამაკაცის?

ვაშინგტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგები ქალისა და კაცის საოცარ განსხვავებულობაზე საუბრობენ. ამის შესახებ ავსტრიული გამოცემა Die Presse-ი წერს.

„ქალის ტიპური ტვინი მთელი ზრდასრულობის განმავლობაში ყოველთვის კაცისაზე ახალგაზრდაა“, – წერენ მანუ გოიალას ჯგუფის მეცნიერები ჟურნალში PNAS-ი.

ამ კვლევისთვის მეცნიერებმა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა შექმნეს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება, რომ ტვინში გლუკოზის მეტაბოლიზმის შესახებ მონაცემებით, რაც წლების განმავლობაში იცვლება, დადგინდეს ადამიანის ასაკი.

ალგორითმი, როდესაც ის ქალის ტვინს შეისწავლიდა, ყოველთვის შედეგად 3,8 წლით ნაკლებ ასაკს წერდა, ვიდრე ის სინამდვილეში იყო, იმ დროს, როცა კაცებს, პირიქით, უმატებდა 2,4 წელს.

იმის ასახსნელად, თუ რატომ ბერდება ქალის ტვინი უფრო ნელა, მეცნიერები შემდეგ მიზეზზე საუბრობენ: სექსუალური სიმწიფის დროს კაცებს მნიშვნელოვნად ეცვლებათ სისხლის მიმოქცევა თავის ტვინში. ეს კი ნიშნავს, რომ ქალები ზრდასრულ ცხოვრებას ტვინის უფრო „ახალგაზრდა მეტაბოლიზმით“ იწყებენ.

მსგავსი მასალები