მსოფლიო

ნიანგები და გველები ქუჩაებში, დატბორილი სახლები და გახიზნული მოსახლეობა

ავსტრალიის ქალაქ თაუნსვილში აღარ იცხოვრება. 250 საცხოვრებელ სახლზე მეტი წყლით არის დაფარული. დატბორილი და ნაწილობრივ დანგრეულია კიდევ 750 სახლი. დაზიანდა 20 000-მდე შენობა. სტიქიამ 2 ადამიანი იმსხვერპლა.

ველური ბუნებიდან დასახლებულ უბნებში გადაინაცვლეს ნიანგებმა და გველებმა. ქვეწარმავლები ქუჩებში დადიან, ხეებსა და სახლების კედლებზე ძვრებიან.

ასეთი ვითარება ძლიერმა წყალდიდობამ გამოიწვია. ხანგრძლივი წვიმების გამო, გაივსო ადგილობრივ კაშხალზე არსებული რეზერვუარები. ხელისუფლება იძულებული გახდა კაშხალი გაეხსნა.

სტიქიის ზონიდან 1100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სტიქიით მიყენებული ზარალი 100 მილიონ დოლარს აღემატება.

მსგავსი მასალები