TOP სამართალი

“ბავშვი დავბრიდე აღარ არისო” – საზარელი მკვლელობა რუსთავში

29 წლის მამაკაცმა 12 წლის ძმიშვილი მოკლა. მეზობლების ინფორმაციით, ბიძამ საკუთარ ძმიშვილს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მკვლელობის დროს ოჯახში მოზარდის ბაბუაც იმყოფებოდა, რომელიც მეზობლების თქმით სასტიკად იყო ნაცემი. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. 12 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება სსკ 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მსგავსი მასალები