TOP საზოგადოება

5 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა

ხუთ თებერვალს უსაფრთხო ინტერნეტის დღე აღინიშნება. წელს საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოც შეუერთდა.

რა უნდა იცოდეს მოსახლეობამ იმ რისკებზე, რომელიც ინტერნეტის მოხამრებას მოჰყვება და როგორ უნდა დაიცვან თავი საფრთხეებისგან?- ამ საკითხზე ეკონომიკის, განათლების სამინისტროებისა და სხვადასხა ორგანიზაციების მონაწილეობით დისკუსია გაიმართა.

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ორგანიზებით, სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში ტრენინგები ტარდება.

ამ სფეროში სპეციალისტები მნიშვნელოვან პრობლემად ე.წ. ფეიკ ნიუსებს (Fake News) და მოზარდებთან დაკავშირებულ რისკებს ასახელებენ.

მაგალითისთვის ეს არის  ბავშვების პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და შემდგომ შანტაჟი. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, უსაფრთხო ინტერნეტის სტრატეგიაზე  მუშაობენ და  არ არის გამორიცხული ამ სტრატეგიის ფარგლებში საიტების შავი სიაც შეიქმნა.

მსგავსი მასალები