TOP პოლიტიკა

კობა ნარჩემაშვილი: დღეების ან კვირების ამბავია…

სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება რამდენიმე კვირაში მოხდება.

“ამ თემაზე ფრაქციაში გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები. მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც წინააღმდეგობები არსებობს და ეს ვერ დაიძლევა გუნდის შიგნით, არ არის სწორი, რომ იყო იმ ჯგუფში, სადაც ეს წინააღმდეგობები გხვდება. პრინციპში დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება,”- განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

ამასთან, ნარჩემაშვილი გამორიცხავს ეკა ბესელიას მიერ შექმნილ ახალი ფრაქციის წევრობას.

“ჩემთვის იმთავითვე პოლიტიკაში ყოფნის მიზანი იყო ვყოფილიყავი იქ, სადაც იქნებოდა არაპერსონალისტური დამოკიდებულებები, მნიშვნელოვანი იქნებოდა იდეოლოგიურ ნიადაგზე ოპონირება. ამის იმედი მაქვს მომავალშიც. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას მიეცეს გასაქანი პოლიტიკურ ასპარეზზე,” – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

მსგავსი მასალები