ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

დავით კირკიტაძე “მატროსოვის ციხეში” ქორწინდება – ფოტოები ადგილიდან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე ამ წუთებში ე.წ მატროსოვის ციხეში ქორწინდება – ინფორმაციას ამის შესახებ “ტვ პირველი” ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
პოლიტიკოსის და ახლა უკვე პატიმრის რჩეული 27 წლის მარიამ ახობაძე, ერთ-ერთი ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორია. წყვილის მეჯვარეები სასჯელაღსრულების თანამშრომლები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძე სასჯელაღსრულების მეცხრე, ე.წ მატროსოვის ციხეში წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ დავით კირკიტაძესთვის ეს მეორე ქორწინებაა. მისი პირველი მეუღლე ტელეწამყვანი და ”ბარამბოს” პიარმენეჯერი სალომე წაქაძე იყო.

მსგავსი მასალები