მედიცინა

გორში 2 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა

სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციით, გორში, ვერხვების დასახლების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, მცირეწლოვანი მოიწამლა.

2 წლის ბავშვი ინტოქსიკაციის მკვეთრად გამოხატული ნიშნებით, „გორმედის“ ქსელის კლინიკა „იავნანაში“ მოათავსეს.

შემთხვევა გუშინ მოხდა. ბავშვს კლინიკის სტაციონარში მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის უკვე ბინაზე გაწერეს.

მსგავსი მასალები