რეცეპტები

ჩიზქეიქი 5 წუთში

ინგრედიენტები: 
  • ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) – 5-6 ცალი
  • ვანილი – გემოვნებით
  • კვერცხი – 1 ცალი
  • შაქარი – 6 ს/კ
  • ხაჭო – 300 გ
  • კარაქი – 2 ს/
მომზადების წესი:

დაფხვენით ორცხობილა. გაადნეთ კარაქი და დაუმატეთ დაფხვნილ ორცხობილას, კარგად აუარიეთ.

აიღეთ კექსის ფორმები, გაანაწილეთ ფსკერზე ბისკვიტი და შედგით მიკროტალღურ ღუმელში 700 ვტ სიმძლავრეზე 1 წუთით.

მოამზადეთ გულსართი ხაჭო და არაჟანი ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ შაქარი, ვანილი და კვერცხი.

მომზადებული გულსართი ჩდეთ ბისკვიტიან ფორმებში და კვლავ შედგით მიკროტალღურ ღუმელში იგივე სიმძლავრეზე, ოღონდ ახლა 3 წუთით.

გამოიღეთ, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და რამდენიმე საათით შედგით მაცივარში.

მსგავსი მასალები