მედიცინა

სიკვდილიანობის 10 მთავარი მიზეზი – რომელი დაავადება იკავებს პირველ ადგილს?

ამერიკული კვლევითი ცენტრი Institute for Health Metrics and Evaluation, მსოფლიოს მასშტაბით, სიკვდილიანობის 10 მთავარი მიზეზის პროცენტულ გადანაწილებას აქვეყნებს:

1.      პირველ ადგილზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებია – 32.3%

2.      კიბო – 16.3%

3.      სასუნთქი გზების დაავადებები – 6.5%

4.      დიაბეტი – 5.8%

5.      ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები – 4.4%

6.      დემენცია -4.4%

7.      ნეონატალური სიკვდილი -3.2%

8.      დიარეული დაავადებები -3%

9.      საგზაო შემთხვევები – 2.5%

10.  ღვიძლის დაავადებები -2.3%

საქართველოში კი სიკვდილიანობის 10 მიზეზი (2007-2017 წლების მონაცემებით) ასე გამოყურება:

1.       გულის იშემიური დაავადება

2.       ინსულტი

3.       ჰიპერტენზია

4.       ალცჰეიმერის დაავადება

5.       ფილტვების კიბო

6.       ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

7.       ცეროზი

8.       კუჭის კიბო

9.       ღვიძლის ქრონიკური დაავადება

კვლევის თანახმად,  მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანის სიკვდილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით არის გამოწვეული.

მეცნიერებისთვის შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი ისეთი დაავადებებით კვდება, რომელთა თავიდან აცილებაც შესაძლებელია. მაგალითად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დიარეა ყოველ წელს, 5 წლამდე ასაკის 525 000 ბავშვის სიკვდილს იწვევს. დიარეული დაავადების დროს, გარდაცვალების მიზეზი სითხის დაკარგვა და გაუწყლოვანება ხდება.

გაეროს მონაცემებით, 2017 წელს მსოფლიოში 56 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. ეს მონაცემი 1990 წელთან შედარებით 10 მილიონითაა გაზრდილი.

56 მილიონიდან 70% არაგადამდები, ქრონიკული დაავადებების შედეგად არის გარდაცვლილი

 

მსგავსი მასალები