სხვადასხვა

აპლიკაცია, რომელიც პარტნიორთან დაშორებას გადაგატანინებთ

შეიქმნა აპლიკაცია, რომლის მიზანიც არის ადამიანების პარტნიორთან დაშორების შემდეგ არსებული დეპრესიის დროს დაეხმაროს. აპლიკაციას Mend-ი ჰქვია. აპლიკაცია AppStore-ში უკვე ხელმისაწვდომია. 

როგორც აპლიკაციის შემქმნელები ოფიციალურ ვებგვერდზე წერენ, ის “თქვენი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ჯიბეში გყავთ. სხვებისგან განსხვავებით ჩვენ არ გეტყვით “უბრალოდ დაივიწყე ყოფილი”. დაშორების გადატანა ამაზე ბევრად რთული პროცესია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება სამეცნიერო კვლევას და გეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ უკეთ იგრძნოთ თავი, არამედ იმაშიც, რომ სწრაფად გახდეთ კარგად”.

აპლიკაციით მომხმარებელს შეუძლია ფსიქოთერაპევტის აუდიოტრენინგები მოისმინოს, მიიღოს რჩევები, შეადგინოს ონლაინ-დღიურები რათა აკონტროლოს საკუთარი ემოციური მდგომარეობა. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია სტატიების წაკითხვა, რომლებიც “ყოფილთან” დაბრუნების ნეგატიურ მხარეებს შეეხება.

აპლიკაცია ფასიანია, 10 დღის ღირებულება 99 დოლარია, ხოლო ერთი თვის – 400 დოლარი.

მსგავსი მასალები