TOP

სოფელ ხურვალეთის განაპირას, შეიარაღებული ნიღბიანი პირები გამოჩნდნენ

სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. მათ მავთულხლართები ერთ-ერთი ადგილობრივის, ბატონისაშვილების ბაღში გაავლეს და დაიკავეს რუსი ოკუპანტების მიერ აშენებულ სათვალთვალო კოშკურამდე მისასვლელი გზაც.  ვითარების გასარკვევად ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შევიდა.

როგორც “იმედის” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, პოლიციას დაკეტილი აქვს ხურვალეთში შესასვლელი გზა და გადაადგილების საშუალებას არავის აძლევს. მათი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების გამო მიიღეს.

მსგავსი მასალები