TOP პოლიტიკა

“მეზობლის კატებიც კი, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან” – რომან გოცირიძის გამოსვლამ კოლეგები გაამხიარულა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის გამოსვლამ პარლამენტში, დეპუტატები გულიად გაახალისა. მისი მონოლოგი ზვიად კვაჭანტირაძის მიერ “ქართული ოცნების” დატოვებასა და მისი მეზობლების რეაქციებს ეხებოდა.

„ბატონ ზვიადს მინდა ვუთხრა, რომ რაც ხდება, ძალიან კარგია მისთვის. მან თავადაც აღნიშნა, რომ რაც “ქართული ოცნებიდან” წავიდა, მეზობლები განსაკუთრებული სითბოთი ესალმებიან. მერე ვნახეთ სატელევიზიო სიუჟეტი, სადაც ის ძაღლს ასეირნებდა ეზოში და მეზობლის ძაღლები ღიმილიანად და თბილად ხვდებოდნენ მის ძაღლს და მას შემდეგ, რაც იგი გადადგება კომიტეტის თავმჯდომარეობიდან და ამ პოსტსაც დათმობს, მეზობლის კატებიც კი, აბსოლუტურად სხვანაირად მოიქცევიან. ასე რომ, “ქართულ ოცნებაში” ყოფნა არის სირცხვილი – ამას ამბობენ ადამიანები, შინაური ცხოველები… და ვინც მის ადგილს დაიკავებს, არ მიესალმებიან არც ძაღლები და არც კატები და ღმერთმა მშვიდობაში შეარგოს ეს კომიტეტი,“ – განაცხადა გოცირიძემ და მონოლოგის დასრულების შემდეგ, სიცილი თავადაც ვერ შეიკავა.

 

მსგავსი მასალები