მსოფლიო

იტალიაში აფრიკელმა მძღოლმა ბავშვებით სავსე ავტობუსს ცეცხლი წაუკიდა

იტალიაში სენეგალური წარმოშობის მძღოლმა გაიტაცა და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა ბავშვებით სავსე ავტობუსს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენამდე მძღოლმა ზოგიერთ ბავშვს ხელები დაუბა და უთხრა, რომ ავტობუსში არავინ გადარჩებოდა.

საბედნიეროდ, პოლიციამ ადგილზე მისვლა დროზე მოასწრო და ცეცხლწაკიდებული ავტობუსიდან ყველა ბავშვის გამოყვანა ისე მოხერხდა, რომ ხანძრის შედეგად არავინ გარდაცვლილა.

სენეგალელი მძღოლის ნაბიჯი განპირობებული იყო იმით, რომ მას არ მოსწონდა იტალიის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა და ავტობუსისთვის ცეცხლის წაკიდებით ცდილობდა შური ეძია ევროპაში შეღწევის მიზნით ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას დამხრჩვალი მიგრანტების სიკვდილის გამო.

მსგავსი მასალები