TOP პოლიტიკა

მამუკა ბახტაძე: ანაკლიის პორტი, როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტი, როგორც იდეა, დაიბადა „ართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდში. ამის შესახებ ბახტაძემ ვიდეომიმართვისას ისაუბარა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეების კითხვებს უპასუხა.

„ანაკლიის პორტი, როგორც იდეა, დაიბადა ჩვენს პოლიტიკურ გუნდში და ამავე დროს, ის არის ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. საუბარი იმაზე, რომ მართლა, ვიღაცას მთავრობაში არ სურს, რომ ეს პროექტი შედგეს, არის ძალიან იაფფასიანი სპეკულაცია,“- განაცხადა პრემიერმა.

ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანია მსგავს განცხადებებს ურთიერთგამომრიცხავად მიიჩნევს:

„სიმართლე რომ გითხრათ, არის ორმაგი სტანდარტი ჩვენი გადმოსახედიდან. ერთის მხრივ, პრემიერი გამოდის, იძახის, რომ მნიშვნელოვანია, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს კონსორციუმს, რომელმაც მოვიყვანეთ აქამდე ჩვენი ეს პროექტი და ეს მე ვერ ვიტყვი, რომ მარტო მთავრობის იდეა იყო. აქ ჩვენ, ძალიან დიდი წვლილი მიგვიძღვის კონსორციუმს რა დონემდეც არის ეს პროექტი მიყვანილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება დროულად და წარმატებით დასრულდეს,“- ამბობს ახვლედიანი.

მსგავსი მასალები