TOP პოლიტიკა

“მესიჯი, რომელიც ჩემს სალანძღავად შეიმუშავეს, მდინარაძემ მე გამომიგზავნა”

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ, ჩემს სალანძღავად შემუშავებული მესიჯი „ვოტსაფში“ შემთხვევით მე გამომიგზავნა, – ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ განაცხადა.

“ჩემთან დაკავშირებთ, როგორც ჩანს მომზადდა მესიჯი და მამუკა მდინარაძემ გზავნიდა იქ, სადაც იგზავნება ხოლმე მესიჯები და მოვიდა ჩემს „ვოტსაფში“, სადაც ეწერ ეკა ბესელია და იწყებოდა ლანძღვა გინება, რა უნდა ილაპარაკონ ეკა ბესელიაზე.

წავიკითხე და მივხვდი რომ შეცდომით გამოაგზავნა. ჩემთან დაკავშირებით შემუშავდა მესიჯი, დამწკრივდნენ ეს უმწიფარი ბიჭები, მართლა არაკაცები, რას დაემსგავსნენ, დამწკრივდნენ და დილიდან აკეთებენ ამ სამარცხვინო კომენტარებს. ზუსტად იგივეა გამოგზავნილი რაც ილაპარაკა მდინარაძემ კობახიძემ, ვოლსკიმ…

ვოლსკი არ გამორჩეს ახლა, ზარდიაშვილის დონეზეა უკვე დასული. ძველი ბიჭის ხმით ილაპარაკოს ეკა ბესელიაზე და მერე მაგარი და ღირსეული პოზიცია ექნება. მშვიდობაში მასაც ეს როლი. მე ამათ რომ ვიყურებ მეცინება, ნახეთ რა დღეში არიან, რას დაემსაგავსა ეს ყველაფერი. მრცხვენია მართლაც რომ ამ პარტიაში ამდენი წელი ვიყავი….

ამ მესიჯში წერია, როგორ უნდა მლანძღონ და მთათხონ… მერე მივწერე მდინარაძეს, ეს მესიჯი მე უნდა გავახმოვანო თქო? მერე ამას მოყვა მისი ახსნა განმარტებები და ბოდიშები. ვის რაში უნდა მისი ბოდიშები”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მსგავსი მასალები