მედიცინა

კბილის პასტების ორი მესამედი ჯანმრთელობისთვის საშიშ საღებავს შეიცავს

კბილის პასტების 2/3, რომლებიც აფთიაქებში, სუპერმარკეტებსა და ორგანულ საკვების მაღაზიებში იყიდება, შეიცავს ტიტანის დიოქსიდს – საღებავი, რომელიც უკვე მიიჩნევა, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია და 2017 წლიდან ეჭვის ქვეშ დადგა მისი გამოყენების საკითხი კვებით დანამატებში. ამის შესახებ Le Figaro წერს. 

გამოცემის ცნობით, ასოციაციამ “Agir pour l?Environnement” 408 კბილის პასტის შემადგენლობა შეისწავლა და ეს საღებავი 271-ში აღმოაჩინა, მათ შორის 25 ბიო-პასტასა და ბავშვებისთვის განკუთვილ 29 კბილის პასტაში.

ტიტანის დიოქსიდს (TiO2) მისი მათეთრებელი თვისების გამო იყენებენ. ამასთან, კბილის პასტების შეფუთვებზე თითქმის არასდროს უთითებენ არის თუ არა პროდუქტში ამ ნივთიერების შემადგენლობა. გამოცემის ცნობით, ევროპა მალე აპირებს უარი თქვას და აკრძალოს კვებით დანამატებში ტიტანის დიოქსიდის გამოყენება, განსაკუთრებით კი საკონდიტრო ნაწარმში, ნაყინსა და სხვა პროდუქტებში.

მსგავსი მასალები