მსოფლიო

სკანდალი სამეფო სასახლეში – ქეით მიდლტონს მეუღლე ღალატობს?

https://www.youtube.com/watch?v=eD6V0MMZ0tM

პრინც უილიამს რომანი აქვს როუზ ჰენბერისთან, რომელიც ქეით მიდლტონის ახლო მეგობარია.

The Sun-ის ინფორმაციით, პრინცსს ღალატში ადანაშაულებენ.

ცნობილია, რომ როუზი ყოფილი მოდელია. ქეითთან, მას 10 წლიანი მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ჰენბერი, 2011 წელს პრინცის ქორწილის ცერემონიაზე დაპატიჟებული სტუმრების სიაში მოხვდა. მათ ხშირად ხედავდნენ ერთად ღონისძიებებზე და წვეულებებზე.

ინსაიდერების წყაროს ცნობით, როუზის საცხოვრებელი სახლი, პრინცის და ქეითის რეზიდენციიდან რადენიმე მეტრში მდებარეობს. ისინი, ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.

მათი ურთიერთობა დიდი ხანია მეგობრულ ზღვარს გასცდა. უილიამი და როუზი, როგორც ნამდვილი მეუღლეები, ისე იქცევიან – ამბობს სანდო წყარო.

ამბობენ, რომ ქეითმა, როცა მათი ურთიერთობის შესახებ შეიტყო, უილიამს მასთან და როუზის მეუღლესთან, დევიდ როკსევეჯემთანაც კი აუკრძალა ურთიერთობა.

უილიამი როუზთან სასიყვარულო რომანს უარყოფს.

– მიუხედავად, წყვილის მაღალი სოციალური სტატუსისა, ქეითი უკრძალავს მეუღლეს მეგობართან ურთიერთობას და ცდილობს როუზი მოაშოროს მეგობრული წრიდან – ამბობს ინსაიდერი.

სკანდალური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის წინ გავრცელდა!

პრინც უილიამის ადვოკატის განცხადებით, ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოების წინააღმდეგ, რომლებმაც ეს ამბავი გაავრცელეს, სასამართლოში ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო სარჩელს შეიტანენ.

მსგავსი მასალები