ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

მალხაზ ქვრივიშვილი: თავიდან ამ გრძნობას ვებრძოდი…

მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი რამდენიმე უიღბლო ქორწინების შემდეგ ოჯახის შექმნას აღარ აპირებდა, თუმცა მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც აზრი შეაცვლევინა.

ახალი ოჯახური ცხოვრების შესახებ მალხაზ ქვრივიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. მსახიობის მეუღლე ხათუნა ფეიქრიშვილია. ის საქართველოს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდომარის თანაშემწეა. ერთხელ შემთხვევით მოხვდა სერიალში „ელიტარული დახმარება“, სადაც პრემიერმინისტრის როლი განასახიერა და სწორედ იქ შეხვდა მალხაზ ქვრივიშვილს.
„არ მეგონა ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი. ცხოვრებაში სულ სხვა მიზნები და გეგმები მქონდა. ბავშვებსა და ჩემს საქმეებზე ვიყავი გადართული. თავიდან ამ გრძნობას ვებრძოდი, რადგან მეშინოდა, სულ ვფიქრობდი, შევძლებ კი, მივცე ამ ქალს ის სიყვარული, რომელიც მას ბედნიერს გახდის-მეთქი.“ – აღნიშნა მალხაზ ქვრივიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

მსგავსი მასალები