ყვითელი ამბები ყვითელი ფურცელი

ხატია შამუგია: სულ ვამბობდი, ძალიან „გრუზინ“ მამაკაცს ვერ შევეგუები-მეთქი…

პარფიუმერული ქსელის „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ხატია შამუგია სიყვარულზე ალაპარაკდა. როგორც მან ჟურნალ „სარკესთან“ თქვა, მისი შეყვარებული ირლანდიაში ცხოვრობს. ის ქართველია და ხატიას ბავშვობაშიც არსებობდა… მერვე კლასამდე უბნელები იყვნენ, შემდეგ ხატიამ საცხოვრებელი სახლი შეიცვალა და მათი გზებიც გაიყო.

ამასობაში ხატია წარმატებულ ქალი გახდა, ის ქარველი ბიჭი კი ირლანდიაში წავიდა, ბიზნესი ააწყო და იქაური მოქალაქეობაც მიიღო. მათი გზები წლების შემდეგ კვლავ გადაიკვეთა და ძველი, ბავშვური ნაცნობობა სერიოზულ სიყვარულში გადაიზარდა. მის ვინაობას ხატია შამუგია კვლავ საიდუმლოდ ტოვებს.

„ჩემს ცხოვრებაში არსებობს მამაკაცი, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან ვუყვარვარ, რომელთან ერთადაც თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. მომავლისთვის სერიოზული გეგმები გვაქვს.

სიყვარული დიდ ძალას მაძლევს. ამ დროს უფრო ბრჭყვიალა ხარ. ერთი ჰოროსკოპი გვაქვს, ორივე ლომი ვართ და ხასიათითაც ვგავართ. ევროპაში ხანგრძლივმა ცხოვრებამ, ბუნებრივია, მის მენტალიტეტზეც საუკეთესოდ იმოქმედა. ის ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, რომ მამაკაცი უნდა იყოს.

სულ ვამბობდი, ძალიან „გრუზინ“ მამაკაცს ვერ შევეგუები-მეთქი, ამაში სწორედ მენტალიტეტს ვგულისხმობდი. საბედნიეროდ, შევხვდი ქართველ მამაკაცს, რომელსაც აქვს ევროპული აზრონება და ხასიათით მაინც ქართველია.

ძალიან კარგია, როდესაც იპოვი მამაკაცს ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით. მგონია, რომ ეს ადამიანი ზუსტად ჩემთვის დაიბადა. ის ირლანდიაში ცხოვრობს და ეს მანძილიც ხშირად ალამაზებს ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ მაინც სულ არის მონატრება“.- აღნიშნავს ხატია შამუგია.

მსგავსი მასალები