მსოფლიო

თვითმფრინავიდან რამდენიმე მილიონი ევრო გაიტაცეს

ნიღბიანმა მძარცველებმა ავიაკომპანია Austrian Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავიდან 2,5 მილიონი ევრო მოიპარეს, იუწყება ტელეკომპანია ORF ავიაგადამზიდ კომპანიაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლაინერი ალბანეთის დედაქალაქ ტირანას აეროპორტიდან ვენაში გასაფრენად ემზადებოდა. პოლიციის ინფორმაციით, სამმა მძარცველმა აეროპორტში სამსახურებრივი შესასვლელით შეაღწია. შემდეგ ისინი თვითმფრინავში შეიჭრნენ, ეკიპაჟი და მგზავრები აიძულეს, ძირს დაწოლილიყვნენ და ფული გაიტაცეს.

აღსანიშნავია, რომ ინციდენტის ერთ-ერთმა მონაწილემ მაინც მოახერხა პოლიციაში დარეკვა. სამართალდამცველებმა ადგილზე მისვლა და ცეცხლის გახსნა მოასწრეს, რის შედეგადაც ერთი თავდამსხმელი მოკლეს. დანარჩენმა ორმა კი, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არი, ფულის წაღება და გაქცევა შეძლო.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, თვითმფრინავის მგზავრებსა და ეკიპაჟს შორის დაშავებულები არ არიან.

საიდან იცოდნენ მძარცველებმა, რომ ბორტზე დიდი რაოდენობით თანხა იქნებოდა, ამას გამოძიება დაადგენს.

მსგავსი მასალები