თავის მოვლა

ნიღაბი, რომელიც ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი ერთ კვირაში აქრობს

სულ რაღაც, ერთი კვირა და შენიშნავთ, როგორ გაახალგაზრდავდა რამდენიმე წლით თქვენი კანი და ბრწყინვალედ გამოიყურებით.

ნებისმიერი ქალი ოცნებობს ახალგაზრდა და ჯანსაღ კანზე. ოცნების ასრულებაში ეს გასაოცარი ნიღაბი დაგეხმარებათ, რომელიც მარტივი პროდუქტებისგან მზადდება და რომლის დახმარებითაც ძალიან სწრაფად გაიახალგაზრდავებთ კანს, დაგეჭიმებათ კონტური და თქვენს სახის კანს ჯანსაღი ფერი მიეცემა!

რა დაგჭირდებათ ნიღბის მოსამზადებლად:

მწიფე ბანანი – 1/3
რძე ან ნაღები – 1 ჩ/კ
დაფქული ბრინჯი – 1 ჩ/კ
დაფქული შვრიის ფანტელი – 1 ჩ/კ
გატარებული ნიგოზი – 1 ჩ/კ

ნიღბის მომზადების წესი:

1. დაჭყლიტეთ ბანანი, ისე რომ ფაფისებური მასა მიიღოთ და დაამატეთ რძე.

2. ბრინჯი, შვრია და ნიგოზი დაფქვით ყავის საფქვავში ისე, რომ ფქვილის კონსისტენციის მასა მიიღოთ.

3. დაფქული შვრია, ბრინჯი და ნიგოზი შეურიეთ დაჭყლეტილ ბანანს და საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში.

4. მიღებული ნიღაბი ნელი მასაჟით შეიზილეთ სახეზე, ყელის არეში და დეკოლტეს ზონაზე.

5. გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთი, შემდეგ კი დაისველეთ სახე სველი ხელებით და გაიკეთეთ მსუბუქი მოძრაობები თითებით (სკრაბისებური მასაჟი). ბოლოს კი ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიზილეთ სახეზე დამატენიანებელი კრემი.

ბრინჯი ასუფთავებს სახის კანს ზედმეტი ჭუჭყისგან. შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რაც ეხმარება კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში. ასევე, გამოდევნის კანიდან ტოქსინებს, კანი პრიალდება და ფორები პატარავდება.

შვრია კვებავს და ატენიანებს კანს.

ნიგოზი ჭიმავს კანს და მას ეპიდერმისის მკვდარ ნაწილაკებს აშორებს.

ამ ჯადოსნური ნიღბის შემდეგ თქვენი კანი სუფთად და იდეალურად გამოიყურება.

წყარო: funtime.ge

მსგავსი მასალები