რეცეპტები

სამარხვო სალათა ჭარხლისა და სტაფილოსგან

ინგრედიენტები:

ჭარხალი – 2 ცალი, საშუალო ზომის
სტაფილო – 2-3 ცალი
6%-იანი ძმარი – 2 ს/კ
მზესუმზირის ან ზეითუნის ზეთი – გემოვნებით
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით

 

 

მომზადების წესი:

დაჭერით ჭარხალი ჩხირებად – უფრო კომფორტული იქნება, გახეხოთ კორეული სტაფილოს მოსამზადებელ სახეხზე.

 

ასეთივე ჩხირებად დაჭერით სტაფილოც (ან გახეხეთ სახეხზე).

ბოსტნეული აურიეთ ხელით. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, დაამატეთ ძმარი. თუ მწარე გიყვართ, შეგიძლიათ, წითელი წიწაკაც დააყაროთ. კიდევ ერთხელ გადაურიეთ და ნახევარი სააათი გააჩერეთ.

მოასხით მცენარეული ზეთი და მიიტანეთ სუფრასთან. სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი მწვანილით ან მწვანე ხახვით.

 

წყარო: funtime.ge

მსგავსი მასალები