სამართალი

რა ვითარებაა გორთან, სადაც სატვირთო აფეთქდა(ვიდეო)

აფეთქება ცენტრალურ მაგისტრალზე

Posted by Newposts on ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2019

ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალის შავშვების მონაკვეთზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საწვავის გადამზიდ, მისაბმელიან სატვირთო მანქანას გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია მამაკაცი.

ამ დროისთვის მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამარტლის კდოექსის 276-ე მუხლის მეექვსზე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

წყარო: .newposts.ge

მსგავსი მასალები