საზოგადოება

“გიგამ გამოიყვანა საწყალი ლეკვი წყლიდან, გააშრო, გაათბო, საკუთარ ჯემპრში შეახვია და სახლში წაიყვანა”

გასულ ზამთარს თბილისში გაიმართა აქცია, სადაც ახალგაზრდები მოითხოვდნენ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის სასჯელის გამკაცრებას! მიზეზი ამისა გახდა, ამაზრზენი შემთხვევა- ქუჩაში იპოვეს ძაღლი რომელიც დაშავდა სასტიკი ადამინების მიერ.

 

რამდენიმე დღის შემდეგ ახალგაზრდები გამოვიდნენ პარლამენტთან. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მზადდება ცვლილებები კანონში და ქმედება რომელიც იწვევს ცხოველის ან ფრინველის მიმართ სასტიკ ქმედებას დასჯილნი იქნებიან უმკაცრესად. მაგრამ სანამ ხელისუფლება იღებს კანონებს, პრობლემა რჩება. მიუხედავად თბილისის მერიის ყველა მცდელობის, ეზრუნა უპატრონო ცხოველებზე, მათი რიცხვი მაინც დიდია და რომ არა მოხალისეების ძალისხმევა, ოთხფეხა მეგობრების ცხოვრება ბევრად რთული იქნებოდა.

 

უფრო მეტად სასიამოვნოა როცა იცი  რომ არსებობენ ენთუზიასტები, რომლებიც მზად არიან მთელი თავიანთი დრო და სახსრები მოახმარონ ცხოველებს, რათა დაეხმარონ მათ. ბევრი ჩვენგანი არ არის გულგრილი ამ საკითხისადმი. მე ვესაუბრე მოხალისეებს, რომლებიც მუშაობენ ცხოველთა თავშესაფრებში და მათგან არც თუ ისე ცოტა სულისშემძვრელი  ამბავი მოვისმინე. ერთ-ერთმა მათგანმა განსაკუთრებით მიიპყრო ჩემი ყურადღება, რადგან ამ ისტორიის მთავარი გმირი აღმოჩნდა გიგა კობალაძე – დიდად პატივცემული ადამიანი საქართველოში.

 

„გიგა ფეხით სეირნობდა ლისის ტბაზე, როდესაც შემოგარენის სიჩუმე  დაარღვია წყლის ხმაურმა და გულის ამაჩუყებელმა წკმუტუნმა  გვიყვება აქტივისტი თათია- გიგა გაიქცა იქით საიდანაც მოდიოდა ხმა და დაინახა როგორ ცდილობდა 1-2 თვის ლეკვი თავის დაღწევას. როგორ მოხვდა ის იქ? რატომ იყო ის წყალში? ამაზე ფიქრის დრო არ იყო – აუცილებელი იყო პატარას შველა. გიგამ გამოიყვანა საწყალი ლეკვი წყლიდან, გააშრო, გაათბო, საკუთარ ჯემპრში შეახვია და სახლში წაიყვანა.

 

ნაპოვნ ლეკვს სახელად დაერქვა დათო, რადგან ის ძალიან გავდა ბელს, რომელიც გაიზარდა  და იქცა ნამდვილ დათვად.

 

გიგა კობალაძე დაკავებული ადამიანია, ძაღლს კი მიხედვა სჭირდება, ამიტომ გადაწყვიტა ძაღლი დაებინავებინა ცხოველთა თავშესაფარში.

 

„გიგამ იპოვა ინტერნეტით თავშესაფრის მისამართი, მაგრამ იქ მისულს საშინელება დახვდა- აგრძელებს მოყოლას თათია. დაახლოებით სამოცამდე ძაღლი იყოფდა ადგილს ვოლიერში, რამდენიმე  მოხალისე ზრუნავდა აღსაზრდელებზე მთელი სულით, თუმცაღა რადგან არ იყო საშუალება და არც თავისუფალი პერსონალი,  საქმე გამოდიოდა რთულად.

 

სხვა ადამიანი შეიძლება შემობრუნებულიყო და წასულიყო- მაგრამ არა კობალაძე. ის თავად ის არ იქნებოდა,  მათ დახმარებას თუ არ გადაწყვეტდა .მომდევნო თვეებში თავშესაფარში დუღდა მუშაობა, გაკეთდა რემონტი, სასეირნო ადგილი, სათამაშო მოედანი, აღიჭურვა ვოლიერებით, გაიხსნა ვეტერინარის კაბინეტი უახლესი სამედიცინო ინვენტარით. დაქირავებული იქნა თანამშრომლები საკვების შესაძენად. თათიას  სიტყვებით  დახარჯულმა თანხამ შეადგინა მილიონი ლარი. იგი  გამოყო თავად გიგა კობალაძემ.

 

„გიგა თავად ამოწმებდა როგორ მიმდინარეობდა რემონტი, მოჰქონდათ თუ არა კარგი ხარისხის მასალა, ყველა  წვრილმანს  მაგალითად  როგორი ელემენტებით იქნება დამონტაჟებული სათამაშო მოედანი. დაუჯერებელია  როგორი ენერგიით ერთვებოდა რემონტის ყველა ეტაპზე“ – აღფრთოვანებას ვერ მალავს თათია.

 

ახლა იმ თავშესაფარში, მისი სიტყვებით იმყოფება დაახლოებით ორმოცდაათამდე ძაღლი- ყველას ყურადღებას აქცევენ, ემსახურებიან, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობენ, აჭმევენ, ასეირნებენ და რა თქმა უნდა ცდილობენ უპოვონ ახალი სახლი. გიგა კობალაძე ამაშიც იღებდა მონაწილეობას. მან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თანამშრომლებს, რომელთაც თავად ხელმძღვანელობდა, ურცია თავშესაფრიდან აეყვანათ ძაღლები. ამის შემდეგ ბევრმა ძაღლმა შეიძინა თბილი და მყუდრო სახლი. თავად გიგა მინიმუმ თვეში ერთხელ სტუმრობს ცხოველებს. ყოველთვის შემოუვლის თავშესაფრის ტერიტორიას, ურთიერთობს ძაღლებთან, ეთამაშება და ზოგიერთ მათგანს ასეირნებს კიდეც.

 

საოცარი ადამიანი! ყოველი ჩვენგანი რომ იყოს ისეთი როგორიც ისაა, სამყარო უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა – აჯამებს საუბარს თათია. გოგონა გვემშვიდობება- მისთვის უკვე დრო მოვიდა ეწვიოს  მის მომლოდინე უსახლკარო ცხოველებს.

 

ისინი დაუცველნი არიან და საჭიროებენ დახმარებას. ცვლილებები კანოში და დასჯა  სასტიკი მოპყრობისათვის სწორია  მაგრამ უფრო სწორია აღზარდო ნამდვილი ადამიანები, რათა არ გაქრეს ნაკადი ასეთი გმირების, როგორიც თათია, მისი კოლეგა-მოხალისეები და გიგა  კობალაძეა.

 

არაგულგრილი და გულისხმიერი ადამიანები მზად არიან საშველად გავარდნენ, რათა გადაარჩინონ დახრჩობას ლეკვი იქნება ის თუ კნუტი. ასეთი მოქალაქეების ხელში  კი ჩვენი საზოგადოება იცხოვრებს მშვიდად!

მსგავსი მასალები