TOP

გიორგი ქობულია: დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არაგონივრული სესხებისგან დაიცავს…

საბანკო რეგულაციების მნიშვნელოვანი შეცვლა არ იგეგმება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ გადაცემა ფორბსის კვირაში სტუმრობის შემდეგ რუსთავი2-ს განუცხადა.

გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ ახალმა რეგულაციებმა პრობლემები შეუქმნა საცალო გაყიდვებს. თუმცა მისივე თქმით, ის გრძელვადიან პერსპექტივაში დაბალშემოსავლიან მოსახლეობას არაგონივრული სესხებისგან დაიცავს.

არის განსაზღვრული შემცირება, მაგრამ ზუსტად აზრიც ამაში იყო, რომ ამ რეგულაციებს უნდა შეემცირებინა ის სესხები, რომელიც ხალხს გაუაზრებლად ჰქონდა აღებული. ზუსტად რა თქმა უნდა ამას რაღაც გავლენა უნდა ჰქონოდა. რომ არ ჰქონოდა ამას გავლენა საცალო ვაჭრობაზე, ჩვენ ვიტყოდით, რომ ეს რეგულაციები უეფექტო იყო. ჩვენ ვზრუნავთ არა მოკლე ვადიან შედეგებზე, არამედ  ჩვენი  მოქალაქეების გრძელვადიან კეთილდღეობაზე და დიახაც, ჩვენმა მთავრობამ აიღო ეს პასუხისმგებლობა,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

 

მსგავსი მასალები