მსოფლიო

მორიგი ავიაკატასტროფა ყველაზე საშიშ აეროპორტში

ნეპალის ქალაქ ლუკლაში, ავიაკატასტროფის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 4 დაშავდა.

საშუალო ზომის თვითმფრინავი Let-410, რომელიც კომპანიას Summit Air ეკუთვნოდა, კატმანდუში მიფრინავდა, აფრენის დროს ის ვერტმფრენს შეეჯახა, რომელიც კომპანია Manang Air ეკუთვნოდა. ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სამინისტრო იუწყება.

ორივე კომპანია კერძოა და ძირითადად ალპინისტების, ტურისტებისა და ადგილობრივი მოქალაქეების გადაყვანას, ნეპალის ძნელად მისასვლელ წერტილებში უზრუნველყოფენ.

გარდაცვლილებს შორის არიან თვითმფრინავის პილოტი და ორი პოლიციელი, რომლებიც კატასტროფის დროს ვერტმფრენის მახლობლად იდგნენ. პილოტი და ერთი პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე პოლიციელი საავადმყოფოში.

ლუკლას მცირე ზომის აეროპორტი, რომელსაც ხშირად ჰიმალაის კარიბჭესაც უწოდებენ, ევერესტის რაიონში ერთადერთი აეროპორტია, ის ზღვის დონიდან 2 845 მეტრზე მდებარეობს. მოკლე ასაფრენი ზოლისა და მთიანი რელიეფის გამო, რომელიც ფრენას ართულებს, მსოფლიოში ყველაზე საშიშ აეროპორტად ითვლება.

 

მსგავსი მასალები