პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მეორე ტური შეიძლება გაიმართოს, ეს ნორმალური პროცესია

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი 19 მაისის არჩევნებზე პარტიის წარმატებაში დარწმუნებულია. გადაცემა იმედი Live-ში ღარიბაშვილმა თქვა, რომ ყველა კვლევით „ქართული ოცნება“ იგებს.

„ის რომ, მეორე ტური შეიძლება, გაიმართოს ამა თუ იმ ოლქში, ეს ნორმალური პროცესია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოში პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონში, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

მერს კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩევენ.

მსგავსი მასალები