TOP პოლიტიკა

გია ვოლსკის საგანგებო განცხადება

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის იმ გამოსვლას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, სადაც ექს-პრეზიდენტმა უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა და პოლიტიკურ ხედვებზე ისაუბრა.

ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტობრივად, ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში. როგორც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე საქართელოსთვის გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება კოლონიალური პოლიტიკის გამტარებელ ევროკავშირში.

გარდა იმისა, რომ სააკაშვილმა ზედმიწევნით გაიმეორა რუსეთის სტრატეგიული ამოცანის მთავარი ფორმულა, მთავარი პოსტულატი, უკრაინის დასავლეთის დიქტატისაგან დამოუკიდებელი განვითარების პერსპექტივის სადემონსტრაციოდ წარმოუდგინა ანიმაციური ფილმი, მულტფილმი ფაქტობრივად, რომელიც დედაქალაქის ახლადაშენებულ ქალაქის გადატანის და საყოველთაო დემონსტრირების კონცეფციაზეა აგებული. საქართველოსთან მიმართებაში, მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე რომელიც პარტნიორ ქვეყნებთან ნატოსთან ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ფორმატში, პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

გასაგებია, რომ მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი, რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიეს, თუმცა თუ ყურადღების გავაანალიზებთ ნაციონალური მოძრაობის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციურ მცდელობებს, დასკვნები სხვა შინაარსის იქნება.

იმედს ვიტოვებ, რომ ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს გამოხატავენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მედიასაშუალებები. საქართველოს ხალხისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება ამ საკითხზე პოლიტიკური პარტიების პოზიცია, ისევე როგორც დიპლომატიური კორპუსის მოსაზრებები.- განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 12 აპრილს უკრაინის დიასპორას შეხვდა.

 

მსგავსი მასალები